Loading data...
აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფება

„აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფება“, - ამის შესახებ Axios-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

უცნობია, კონკრეტულად ვის ხვდება CIA-ის ხელმძღვანელი და რა საკითხებს განიხილავს.

CIA-სა და კრემლს რატკლიფის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.