Loading data...
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: ვფიქრობ, [ირანის წინააღმდეგ] ოპერაცია „ეპიკურ მრისხანებას“ ვასრულებთ, ეს მალე და გრაფიკის მიხედვით მოხდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანთან ომს „ასრულებს“.

„ვფიქრობ, ოპერაცია „ეპიკურ მრისხანებას“ ვასრულებთ. სწორედ ასე ვფიქრობ. მგონია, რომ ეს მალე და გრაფიკის მიხედვით მოხდება“, - განუცხადა ჯონსონმა ამერიკულ მედიას ვაშინგტონში.

ჯონსონის კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ირანში მოლაპარაკებებს აწარმოებს „სწორ ადამიანებთან“, რომლებსაც „შეთანხმების დადება“ სურთ.

მას შემდეგ ირანმა უარყო აშშ-ის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა  და მას „გადაჭარბებული“ უწოდა.