1774347044
უცხოეთი
აშშ-ის ტეხასის შტატში ნავთობის ქარხანა აფეთქდა
აშშ-ის ტეხასის შტატში, Valero Port Arthur-ის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ nationthailand.com იუწყება.
ამ ქარხანაში დღე-ღამეში 435 000 ბარელი ნავთობის გადამუშავება ხდება. ის აშშ-ის ნავთობის ქარხნების ტოპ-ხუთეულში შედის. აფეთქების შემდეგ ქარხნის მუშაობა ნაწილობრივ შეჩერდა.
ცეცხლი დიზელის ჰიდროგაწმენდის ზონაში გაჩნდა. ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ მთლიანად მისი ჩაქრობა ჯერ ვერ მოხერხდა - იქ დარჩენილი დიზელი რამდენიმე საათის განმავლობაში დაიწვება.
Valero-ს ქარხანაზე აშშ-ის მთელი ნავთობგადამუშავების დაახლოებით 2% მოდის. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გამაცხელებლის გაუმართაობამ გამოიწვია. ეს მსგავსი ტიპის მეორე ინციდენტია ტეხასში ბოლო 2 კვირის განმავლობაში.