1750135970
უცხოეთი
აშშ-ის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი თავდაცვითი შესაძლებლობების განლაგების ბრძანება გასცა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი თავდაცვითი შესაძლებლობების განლაგების ბრძანება გასცა.
„ამერიკული ძალების დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია და ეს განლაგება მიზნად ისახავს რეგიონში ჩვენი თავდაცვითი პოზიციის გაძლიერებას“, - წერს ჰეგსეტი.
ჰეგსეტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სამხედრო შესაძლებლობები გაიგზავნა რეგიონში, თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რეგიონში გაიგზავნა დიდი რაოდენობით ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები და ავიამზიდი გემი.