Loading data...
„აშშ-ის სურვილია, უკრაინაში ომი იმგვარად დასრულდეს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ხელახლა აღარ დაიწყოს“ - მარკო რუბიო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, უკრაინაში ომი იმგვარად დასრულდეს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ხელახლა არ დაიწყოს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ СBS Mornings-ის ეთერში განაცხადა

მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია სტაბილურობის უზრუნველყოფას აპირებს.

„აშშ-ის პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინაში ომი დაასრულოს და ამისთვის, ყველაფრის გაკეთება გვსურს, რაც კი შესაძლებელია. 

ჩვენ არა მხოლოდ ის გვსურს, რომ ომი დასრულდეს, გარკვეული პერიოდის - 3 ან 4 წლის შემდეგ კი განახლდეს, არამედ, ჩვენი მიზანია სტაბილურობის უზრუნველყოფა“, - ამბობს რუბიო.