1792526972
უცხოეთი
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრება
„აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი სანქტ-პეტერბურგში ვიზიტს გეგმავს“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ცნობით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი სანქტ-პეტერბურგში 21 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
„ის რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდება და მათთან განიხილავს ამ შეხვედრასა და იმ წინადადებებს, რომლებზეც ევროპელი და ამერიკელი კოლეგები მუშაობდნენ. შესაძლოა, ამან ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის საფუძველი შექმნას“, – აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.