Loading data...
აშშ-ის სენატში FARA-ს კანონში არსებული გამონაკლისების შეცვლის კანონპროექტის ინიციირება მოხდა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ინიციირებულია კანონპროექტი S.3050, რომელიც მიზნად ისახავს 1938 წლის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტში“ (FARA) ცვლილებების შეტანას.

როგორც აშშ-ის კონგრესის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცვლილებები შეეხება ამ აქტით გათვალისწინებული გამონაკლისების მოთხოვნების მოდიფიცირებას.

გამონაკლისები არის დებულებები, რომლებიც ათავისუფლებენ გარკვეულ პირებსა და ორგანიზაციებს FARA-ს მოთხოვნებისგან.

FARA არის აშშ-ის ფედერალური კანონი, რომელიც მოითხოვს „უცხოელი პრინციპალის აგენტებისგან“ (უცხო ქვეყნების მთავრობების, პოლიტიკური პარტიების ან სხვა უცხოური სუბიექტების ინტერესების წარმომადგენლები), რომლებიც პოლიტიკურ ან სხვა კონკრეტულ საქმიანობას ეწევიან აშშ-ის ტერიტორიაზე, გაიარონ რეგისტრაცია იუსტიციის დეპარტამენტში (DOJ) და საჯარო გახადონ თავიანთი საქმიანობა, კავშირები და ფინანსები.