აშშ-ის საზღვაო ძალების ორმა გემმა ჰორმუზის სრუტის ნაღმებისგან გაწმენდა დაიწყო - ცენტრალური სარდლობა
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მართვადი რაკეტების გასაშვებად განკუთვნილმა ორმა სამხედრო გემმა ჰორმუზის სრუტის ნაღმებისგან გაწმენდა დაიწყო, რადგან ზოგიერთი გემი, ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, კრიტიკულად მნიშვნელოვან სრუტეში ვერ გადის.
„USS Frank E. Peterson-მა და USS Michael Murphy-მა ჰორმუზის სრუტე გაიარეს და სპარსეთის ყურეში უფრო ფართო მისიის ფარგლებში მოქმედებდნენ, რათა უზრუნველყოფილიყო სრუტის სრულად გაწმენდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ ადრე დამონტაჟებული საზღვაო ნაღმებისგან“, - განაცხადა CENTCOM-მა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
„დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი გადასასვლელის შექმნის პროცესი და მალე ამ უსაფრთხო გზას საზღვაო ინდუსტრიას გავუზიარებთ, რათა ხელი შევუწყოთ კომერციის თავისუფალ ნაკადს“, - განაცხადა ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა: „ჩვენ ახლა ვიწყებთ ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს, როგორც შეღავათს მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის, მათ შორის ჩინეთისთვის, იაპონიისთვის, სამხრეთ კორეისთვის, საფრანგეთისთვის, გერმანიისა და მრავალი სხვა ქვეყნისთვის. წარმოუდგენელია, მაგრამ მათ არ აქვთ გამბედაობა, ან ნება, რომ ეს სამუშაო თავად შეასრულონ“.
— U.S. Central Command (@CENTCOM) April 11, 2026