ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტის „გაწმენდის პროცესს“ იწყებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „ჰორმუზის სრუტეს წმენდს“.
„ჩვენ ახლა ვიწყებთ ჰორმუზის სრუტის გაწმენდის პროცესს, როგორც შეღავათს მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის, მათ შორის ჩინეთისთვის, იაპონიისთვის, სამხრეთ კორეისთვის, საფრანგეთისთვის, გერმანიისა და მრავალი სხვა ქვეყნისთვის. წარმოუდგენელია, მაგრამ მათ არ აქვთ გამბედაობა, ან ნება, რომ ეს სამუშაო თავად შეასრულონ. თუმცა ძალიან საინტერესოა, რომ მრავალი ქვეყნიდან ნავთობის გადამზიდი ცარიელი გემები ამერიკის შეერთებულ შტატებში მოემართებიან ნავთობით დასატვირთად“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა მედია იმის გამო, რომ, მისი თქმით, ისინი ირანთან დაკავშირებით ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ.
„...მათ უყვართ იმის თქმა, რომ ირანი „იმარჯვებს“, სინამდვილეში კი ყველამ იცის, რომ ისინი აგებენ და დიდი დანაკარგით. მათი საზღვაო ძალები გაქრა, მათი საჰაერო ძალები გაქრა, მათი საზენიტო აპარატურა აღარ არსებობს, რადარი მკვდარია, მათი რაკეტებისა და დრონების ქარხნები დიდწილად განადგურდა თავად რაკეტებთან და დრონებთან ერთად და, რაც მთავარია, მათი დიდი ხნის „ლიდერები“ აღარ არიან ჩვენთან“, - დაწერა ტრამპმა.
მისივე თქმით, აშშ-მა ირანის 28 დამნაღველი გემი გაანადგურა, რომლებიც ახლა ზღვის ფსკერზეა.