Loading data...
აშშ-ის სასამართლომ კომპანია Huawei სამრეწველო ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის ბრუკლინის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ ჩინური ტელესაკომუნიკაციო კონცერნი Huawei დამნაშავედ ცნო კომერციული საიდუმლოებების მოპარვაში ირანის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით. ამის შესახებ The New York Times იუწყება.

Huawei-ის 2019 წლიდან აშშ-ში პროდუქციის გაყიდვა ფაქტობრივად ეკრძალება, შესაბამისად, The New York Times-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიის ბიზნესზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.

პროკურატურის ცნობით, Huawei აიძულებდა თავის თანამშრომლებს, რომ მათ ამერიკული და სხვა ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრება მოეპარათ. ამ ინფორმაციის მიხედვით, კომერციული საიდუმლოებები T-Mobile, Cisco-ს და სხვა კომპანიებს მოჰპარეს.

ეს ინფორმაცია Huawei-ს შესაძლებლობას აძლევდა, რომ კონკურენტი კომპანიების მსგავსი პროდუქტები შეექმნათ და ის უფრო დაბალ ფასად გაეყიდათ.

დასავლეთის სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ Huawei-ის ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობები შესაძლოა ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გამოიყენებოდეს. ჩინური კონცერნი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს.