აშშ-ის სამხრეთის სარდლობა: აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წყნარ ოკეანეში ნარკოტრეფიკინგში ჩართულ გემზე თავდასხმა განახორციელეს - მოკლულია 3 ნარკოტერორისტი
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტრეფიკინგში ჩართულ გემზე თავდასხმა განახორციელეს, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ აშშ-ის სამხრეთის სარდლობა სოციალურ ქსელში წერს და დარტყმის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული. მოკლულია სამი ნარკოტერორისტი, აშშ-ის სამხედრო ძალებიდან არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებაში.
On May 5, at the direction of #SOUTHCOM commander Gen. Francis L. Donovan, Joint Task Force Southern Spear conducted a lethal kinetic strike on a vessel operated by Designated Terrorist Organizations. Intelligence confirmed the vessel was transiting along known narco-trafficking… pic.twitter.com/CmK9HVK0oG
— U.S. Southern Command (@Southcom) May 6, 2026