აშშ-ის სამხედროებმა კიდევ ერთი სანქცირებული ტანკერი დააკავეს
აშშ-მა ინდოეთის ოკეანეში კიდევ ერთი სანქცირებული ნავთობტანკერი, Veronica III დააკავა, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის გამო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-მა ხომალდს კარიბის ზღვიდან ადევნა თვალყური და ინდოეთისა და წყნარი ოკეანის აშშ-ს კონტროლირებულ რეგიონში მის ბორტზე ავიდნენ.
„ხომალდმა პრეზიდენტ ტრამპის მიერ დაწესებული კარანტინისთვის გვერდის ავლა სცადა, იმედოვნებდა, რომ გაძვრებოდა. ჩვენ მას თვალყურს ვადევნებდით კარიბის ზღვიდან ინდოეთის ოკეანემდე, დავუახლოვდით და შევაჩერეთ. არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს წვდომა, გამძლეობა და ნება, რომ ეს გააკეთოს. საერთაშორისო წყლები თავშესაფარი არ არის. ხმელეთზე, ჰაერში თუ ზღვაში ჩვენ გიპოვით და დაგსჯით“, - წერს პენტაგონი.
We defend the Homeland forward. Distance does not protect you.
— Department of War 🇺🇸 (@DeptofWar) February 15, 2026
Overnight, U.S. forces conducted a right-of-visit, maritime interdiction and boarding of the Veronica III without incident in the INDOPACOM area of responsibility.
The vessel tried to defy President Trump’s… pic.twitter.com/Tran3cLR9g