Loading data...
აშშ-ის სამხედროებმა აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ გემზე თავდასხმა განახორციელეს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ გემზე თავდასხმა განახორციელეს.

 მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი წყნარ ოკეანეში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტებით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული“, – ნათქვამია აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადებაში.