აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: ირანი მიმდინარე მოლაპარაკებების დროს მიუღებელ მოთხოვნებს აყენებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანი მიმდინარე მოლაპარაკებების დროს „მიუღებელ“ მოთხოვნებს აყენებს.
„არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ირანთან ურთიერთობას აგრძელებენ და სხვადასხვა წინადადებას სთავაზობენ, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ვართ“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს ფლორიდაში, პარიზში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამგზავრებამდე.
მისი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ყოველთვის ურჩევნია პრობლემების, მათ შორის ამ საკითხის, დიპლომატიური გზით მოგვარება, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს შეუძლებელია.
„თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, ჩვენ მას აუცილებლად გამოვიყენებთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები შედეგიანი არ ყოფილა, რადგან ირანის მოთხოვნები უბრალოდ მიუღებელი კი არა, ზოგიერთ შემთხვევაში აღმაშფოთებელი და სასაცილოცაა. ისინი რეალობას სრულიად მოწყვეტილია“, - აღნიშნა რუბიომ.
🚨 JUST IN: Sec. Marco Rubio reveals Iran is making "OUTRAGEOUS" demands behind closed doors, talks are NOT productive AT ALL right now "Right now, it hasn't been very productive because the Iranian demands are simply not just unacceptable, but in some cases, OUTRAGEOUS and ridiculous, and really not realistic." "The President would always prefer to solve this and every problem diplomatically. Sometimes that's not possible, unfortunately." Rubio does NOT sound convinced about progress being made toward a deal. Just TODAY President Trump announced an effort to cut off the regime's land-based lanes, not just sea. They are being STRANGLED.
— Eric Daugherty (@EricLDaugh) November 8, 2026