აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიპლომატებს საუდის არაბეთის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა - The New York Times
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს საუდის არაბეთის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა. ამის შესახებ The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც მედიასაშუალება წერს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები აცნობიერებენ რეგიონში მზარდ რისკებს.
ეს ბრძანება ეხება აშშ-ის საელჩოს ერ-რიადში, რომელიც ირანის მიერ რამდენჯერმე თავდასხმის სამიზნე გახდა. მოსახლეობას ურჩევენ, თავი აარიდონ საელჩოს ტერიტორიას.
უსაფრთხოების განგაში გამოცხადდა ერ-რიადში, ჯიდასა და დაჰრანში ამერიკელებისთვის, სადაც აშშ-ის საკონსულოებია განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ეს ირანზე 28 თებერვალს დარტყმების დაწყების შემდეგ გამოცემული პირველი ასეთი ბრძანებაა.
აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, საუდის არაბეთი არაერთხელ გახდა თეირანის საპასუხო იერიშების სამიზნე.