Loading data...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სტარმერს აფრთხილებს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ჰამასისთვის“ ჯილდო იქნება

შეერთებულმა შტატებმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გააფრთხილა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, „ჰამასისთვის“ სარგებელი მოიტანოს, რეგიონში მშვიდობის დამყარების გარეშე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტემი ბრიუსმა განაცხადა, იუწყება Politico.

როდესაც ბრიუსს დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რომლის თანახმადაც, გაეროს გენერალური ასამბლეა სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს, თუ ისრაელი ღაზას კრიზისის დასასრულებლად „არსებით ნაბიჯებს“ არ გადადგამს, მან განაცხადა, რომ ეს „7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სახეში გარტყმა“ იქნება.

„ეს ჰამასისთვის ჯილდოა“, - აღნიშნა მან.

ბრიუსის თქმით, გადაწყვეტილება „ერთ მხარეს იმედს აძლევს“, არაკეთილსინდისიერ მოთამაშეებს კი უბიძგებს, დიპლომატიური არხებით თანამშრომლობისგან თავი შეიკავონ.

ცნობისთვის, სტარმერმა პირობა დადო, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ისრაელი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დიდი ბრიტანეთი სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.