Loading data...
კირ სტარმერის განცხადებით, თუ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი ისრაელი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, დიდი ბრიტანეთი სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. ამის შესახებ სტარმერმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად, გაეროს მიეცეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი გაგზავნის უფლება შიმშილის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის მთავრობების მცდელობებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 

ისრაელი თუ არ გადადგამს არსებით ნაბიჯებს, ღაზაში სავალალო ვითარების დასასრულებლად, არ მიაღწევს ცეცხლის შეწყვეტას, ნათლად არ წარმოაჩენს, რომ არ იქნება დასავლეთ სანაპიროზე ანექსია და არ აიღებს ხანგრძლივ ვალდებულებას სამშვიდობო პროცესის მიმართ, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპს ეფუძნება, გაერთიანებული სამეფო გაეროს გენერალურ ასამბლეამდე პალესტინას აღიარებს,“ - განაცხადა კირ სტარმერმა.