აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ირანულ ნავთობზე სანქციები 19 აპრილს სრულად აღდგება
ირანულ ნავთობზე სანქციები 19 აპრილს სრულად აღდგება, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა.
როგორც მედია წერს, სანქციები, გლობალურ ენერგომომარაგებაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 30 დღით მოხსნა, საშეღავათო პერიოდი კი, 19 აპრილს იწურება და აღარ გაგრძელდება.
როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, დეპარტამენტი მზადაა მეორადი სანქციები გამოიყენოს იმ უცხოური ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც „განაგრძობენ ირანის საქმიანობის მხარდაჭერას“.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სკოტ ბესენტის განცხადებით, ამ პერიოდში დაახლოებით 140 მილიონი ბარელი ირანული ნავთობი მოხვდა მსოფლიო ბაზარზე, რაც ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციას ემსახურებოდა, თუმცა აშშ ახლა ირანის წინააღმდეგ მაქსიმალურ ზეწოლას იწყებს.