Loading data...
აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავი მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში დაეშვა

25 აგვისტოს ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი რუსეთის „ვნუკოვოს“ აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine FlightRadar-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეალურ დროში ფრენის მეთვალყურეობის სერვისის წყალობით ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავი ამერიკული Boeing C-17 Globemaster III იყო.

უკვე ცნობილია მისი ბორტის ნომერიც - RCH4555.

თვითმფრინავი რიგადან მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ის ლატვიის დედაქალაქში აშშ-ის ქალაქ კემპ-სპრინგსიდან ჩაფრინდა, სადაც ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზა მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ სწორედ აქ არის განთავსებული აშშ-ის საპრეზიდენტო თვითმფრინავი Air Force One-ი.

ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას არ აქვს ინფორმაცია აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავის მოსკოვში ჩაფრენის შესახებ.

კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამ კვირაში აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებიც არ იგეგმება.