Loading data...
აშშ-ის საელჩო უკრაინაში საკუთარ მოქალაქეებს უახლოეს დღეებში მასობრივი დაბომბვის საფრთხის შესახებ აფრთხილებს

აშშ-ის საელჩომ უკრაინაში მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, „უახლოეს რამდენიმე დღეში“ მასშტაბური საჰაერო დარტყმის რისკის გამო. შესაბამისი გაფრთხილება საელჩოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

აშშ-ის საელჩომ განცხადებაში განაცხადა, რომ მან „მიიღო ინფორმაცია საჰაერო დარტყმის შესახებ, რომელიც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში“.

„საელჩო, როგორც ყოველთვის, რეკომენდაციას გასცემს აშშ-ის მოქალაქეებისთვის, მზად იყვნენ და დაუყოვნებლივ იპოვონ თავშესაფარი საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაშის შემთხვევაში“, - აცხადებს საელჩო.