1770361313
უცხოეთი
აშშ-ის საელჩო მოუწოდებს ამერიკელებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი
თეირანში აშშ-ის საელჩომ ირანში მყოფ ამერიკელებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დატოვონ ქვეყანა უსაფრთხოების გაუარესებული ვითარების, გადაადგილებისა და კომუნიკაციების მასშტაბური შეზღუდვების გამო, - ამის შესახებ ამერიკული დიპლომატიური მისიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
თეირანში მათ მოქალაქეები გააფრთხილეს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების, გზების გადაკეტვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებისა და ინტერნეტსა და მობილურ კომუნიკაციებზე წვდომის შეზღუდვის შესახებ.
როგორც მედია წერს, ამერიკელებს ურჩევენ, გამგზავრება აშშ-ის მთავრობის დახმარების გარეშე დაგეგმონ, რადგან ფრენები შეზღუდულია ან გაუქმებულია და სიტუაცია შეიძლება წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიცვალოს.