Loading data...
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ფრიდრიხ მერცს დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მის მრჩეველს გიუნტერ ზაუტერსს შეხვდნენ.

აშშ-ის წარმომადგენლებმა ფრიდრიხ მერცს დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც კუშნერი წერს, აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მომზადების მიზნით უკრაინასთან, გერმანიასთან და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს.

„დღეს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან და მის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გიუნტერ ზაუტერთან, პროდუქტიული შეხვედრა გავმართეთ. მათ გავაცანით ინფორმაცია ჩინეთში დონალდ ტრამპის მიერ გამართული მოლაპარაკებებისა და უკრაინაში სამართლიანი, ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მიმდინარე ძალისხმევის შესახებ.

ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას გერმანიასთან, უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან, რათა შევაჯეროთ პოზიციები და მოვემზადოთ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის. კანცლერი მერცი უკრაინაში მშვიდობისა და ძლიერი ევროატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.

მადლობას ვუხდით მას ლიდერობისთვის, კონსტრუქციული ჩართულობისა და მჭიდრო პარტნიორობისთვის, რათა ერთობლივი ძალისხმევით დავასრულოთ ეს დამანგრეველი ომი და უკრაინისა და ევროპისთვის უსაფრთხო და წარმატებული მომავალი შევქმნათ“, - წერს ჯარედ კუშნერი.