Loading data...
აშშ-ის პრეზიდენტი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩვენს ხელშია მათი ფული და მათი სრუტე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან „ეს დრო წარსულს ჩაბარდა“.

ამერიკის ლიდერის თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უკვე შტატების კონტროლქვეშაა.

„ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება. ეს დრო, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. ჩვენს ხელშია მათი ფული - ასობით მილიარდი დოლარი და, ასევე, მათი სრუტე“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.