1770356192
უცხოეთი
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება სამშვიდობო მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას განიხილავს. ახალი შეზღუდვების შემოღება უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებების პროგრესზე იქნება დამოკიდებული, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა. იტყობინება Reuters.
ბესენტის თქმით, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს.
„ამას გავითვალისწინებ. ვნახოთ, როგორ განვითარდება სამშვიდობო მოლაპარაკებები“, - აღნიშნა ბესენტმა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა დასძინა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ რუსული ნავთობგიგანტების - „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მოსკოვის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვას შეუწყო ხელი.