Loading data...
ტრამპი: აშშ-ის მიერ ირანის პორტებზე დაწესებულმა საზღვაო ბლოკადამ ირანს ნავთობის ექსპორტი შეუზღუდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტებზე დაწესებულმა საზღვაო ბლოკადამ ირანს ნავთობის ექსპორტში ხელი შეუშალა. 

„როცა დიდი რაოდენობით ნავთობი გადის სისტემაში და რაიმე მიზეზით ეს ნაკადი იკეტება, რადგან ტანკერებსა და გემებში ჩასხმა ვეღარ ხერხდება, სადენი შიგნიდან ფეთქდება, როგორც მექანიკურად, ასევე, მიწაში. ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ სამი დღე დარჩათ ამის განხორციელებამდე. როდესაც ფეთქდება, ვერასდროს ვეღარ აღადგენ ისე, როგორც იყო“, - აღნიშნა ამერიკის ლიდერმა.