Loading data...
აშშ-ის კონგრესმა მიგრაციასთან საბრძოლველად 70 მლრდ აშშ დოლარი გამოყო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მიგრაციული და სასაზღვრო სამსახურების დასაფინანსებლად 70 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

კანონპროექტს 214-მა კონგრესმენმა მხარი დაუჭირა, ხოლო 212-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. მანამდე კანონპროექტს მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა. ახლა კი მას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს.

თანხა სამი წლით არის გამოყოფილი, ანუ ის დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდეა დამტკიცებული.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს დაფინანსება, სადაც მიგრაციული და სასაზღვრო სამსახურები შედიან, 2026 წლის თებერვალში შეჩერდა მინეაპოლისში ჩატარებული ანტი-მიგრანტული რეიდების შემდეგ, სადაც ICE-ის აგენტებმა აშშ-ის ორი მოქალაქე, რენე გუდი და ალექს პრეტი მოკლეს. ამ სამსახურის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ აგენტებმა ცეცხლი თავდაცვის მიზნით გახსნეს, მაგრამ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ მოვლენათა ასეთი ინტერპრეტაცია ბევრ კითხვას აჩენს.