Loading data...
აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის წევრებს WhatsApp-ის ხმარება აუკრძალეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებს მესენჯერის, WhatsApp-ის ხმარება აუკრძალეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტომ WhatsApp-ის მომხმარებლებისთვის რისკები დაინახა, რადგანაც მესენჯერის მიერ მონაცემთა დაცვის საკითხში გამჭვირვალობა არასათანადოა, ასევე მას დაშიფვრის სისტემა არ გააჩნია.

კონგრესის თანამშრომლებს ეკრძალებათ მესენჯერის დაყენება ნებისმიერ მოწყობილობებზე, ასევე მათ უკვე არსებული WhatsApp უნდა წაშალონ. ამის ნაცვლად წარმომადგენელთა პალატის წევრებს Microsoft-ის Teams-ის, Amazon-ის Wickr-ის, Signal-ის, iMessage-ის და Facetime-ის გამოყენებას ურჩევენ.

თავის მხრივ, WhatsApp-ის მფლობელ;ი კომპანიის, Meta-ს წარმომადგენელმა ენდი სტოუნმა განაცხადა, რომ კომპანია წარმომადგენელთა პალატის ადმინისტრაციული დირექტორის მიერ გაკეთებულ შეფასებას კატეგორიულად არ ეთანხმება.

მანვე განაცხადა, რომ WhatsApp-ის დაშიფვრის სისტემა მისი ბევრად უფრო მაღალი დაცულობის შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე იმ მესენჯერებს გააჩნია, რომლებიც კონგრესის ადმინისტრაციულმა დირექტორმა დაამტკიცა.