აშშ-ის გენერალური პროკურორი: სამართალდამცველებისთვის ხელის შეშლა ან თავდასხმა ფედერალური დანაშაულია - თუ ამ წითელ ხაზს გადაკვეთთ, დაგაპატიმრებენ და გაგასამართლებენ, ნუ გამოცდით ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას
აშშ-ის გენერალური პროკურორის პამელა ბონდის განცხადებით „მშვიდობიანი პროტესტი ამერიკელების წმინდა უფლებაა, რომელიც დაცულია კონსტიტუციის პირველი შესწორებით”.
გენერალური პროკურორი აფრთხილებს ყველას, რომ ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის შეფერხება, დაბლოკვა ან მათზე თავდასხმა ფედერალურ დანაშაულს წარმოადგენს და თუ ვინმე ამ წითელ ხაზს გადაკვეთს, ყველანი პასუხისგებაში მიეცემიან.
„ფედერალური სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელის შეშლა, დაბრკოლება ან თავდასხმა ფედერალური დანაშაულია. ასევე, ფედერალური ქონების დაზიანებაც წარმოადგენს დანაშაულს. თუ ამ წითელ ხაზს გადაკვეთთ, დაგაპატიმრებენ და გაგასამართლებენ. ნუ გამოცდით ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას“, - წერს პამელა ბონდი პლატფორმა X-ზე.
MINNESOTA:
— Attorney General Pamela Bondi (@AGPamBondi) January 8, 2026
Peacefully protesting is a sacred American right protected by the First Amendment.
Obstructing, impeding, or attacking federal law enforcement is a federal crime. So is damaging federal property.
If you cross that red line, you will be arrested and prosecuted. Do…