აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა რუსეთში მისი ჩასვლის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელი კეშ პატელი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის თანახმადაც, ის რუსეთში იმყოფება.
„MS NOW-მა ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რუსეთში ჩავედი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრების გასამართად. ეს მედიასაშუალება მუდმივად ავრცელებს სიცრუეს FBI-ისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამერიკელი ხალხის დაცვის მიმართულებით მიღწეული ისტორიული წარმატებების შესახებ.
შედეგები თავად მეტყველებს:
ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებულია 53 969-ზე მეტი პირი. ეს მაჩვენებელი 90%-ით გაიზარდა;
ქვეყნის მასშტაბით მკვლელობების მაჩვენებელი თითქმის 20%-ით შემცირდა;
დაკავებულია ძალადობრივი დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი 31 016-ზე მეტი პირი და კრიმინალური დაჯგუფებების წევრი. ეს მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა;
დაკავებულია FBI-ის მიერ ძებნილ, ყველაზე საშიშ ათ დამნაშავეს შორის მყოფი 10 გაქცეული პირი. ეს წინა ოთხი წლის მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტია;
აღმოჩენილი და იდენტიფიცირებულია დანაშაულის მსხვერპლი 11 081-ზე მეტი ბავშვი. ეს მაჩვენებელი 21%-ით გაიზარდა;
ამოღებულია 3 258 კილოგრამზე მეტი ფენტანილი. ეს მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა. ამ რაოდენობის ფენტანილი საკმარისია 247 მილიონზე მეტი ამერიკელის მოსაკლავად.
ეს შემთხვევითი არ არის. ეს FBI-ისა და ჩვენი ყველა პარტნიორის – შტატების, ადგილობრივი და ტომობრივი სტრუქტურების დაუღალავი შრომის შედეგია.
მათ ბოდიში უნდა მოუხადონ FBI-ს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებსა და ამერიკელ ხალხს“, – წერს კეშ პატელი სოციალურ ქსელში.
MS NOW just reported I had “landed in Russia” for meetings with the FSB. The same outlet constantly tells lies about this FBI and law enforcement’s historic achievements in safeguarding the American people. The results speak for themselves: • 53,969+ violent crime arrests (up 90%) • Nearly 20% decrease in the nationwide murder rate • 31,016+ violent criminals and gang members arrested (up 30%) • 10 of the FBI’s Ten Most Wanted fugitives captured (2.5× the prior four years) • 11,081+ child victims located and identified (up 21%) • 3,258+ kilos of fentanyl seized (up 8%) — enough to kill 247+ million Americans This is no accident. It is due to the relentless work of this FBI and all of our state, local, and tribal partners. They owe an apology to this FBI, the men and women of law enforcement, and to the American people. -DKP🇺🇸
— FBI Director Kash Patel (@FBIDirectorKash) October 14, 2026