აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი: აშშ ირანის ენერგეტიკულ სექტორს არ დაარტყამს
შეერთებული შტატები არ გეგმავს ირანის ნავთობის ინდუსტრიაზე, ან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებზე დარტყმას, განუცხადა აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა CNN-ს.
„ირანის ნავთობის ინდუსტრიის, ბუნებრივი აირის ინდუსტრიის, ან მათი ენერგეტიკული ინდუსტრიის მიზანში ამოღების გეგმები არ არსებობს. ისრაელმა განახორციელა დარტყმები. ეს არის ადგილობრივი საწვავის საწყობები თეირანის ამ უბანში საწვავის ავზის შესავსებად. აშშ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას არ უმიზნებს“, - განაცხადა რაიტმა.
ამასთან, აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი გამოეხმაურა ცნობებს, რომ ისრაელის მიერ თეირანსა და მის შემოგარენში ნავთობობიექტების დაბომბვამ ქვეყანაში ჰაერის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა, თუმცა აღნიშნა, რომ „თეირანში რამდენიმე დღით ჰაერის ხარისხის დაბალი მაჩვენებელი“ არაფერია იმასთან შედარებით, რაც ირანელმა ხალხმა რეჟიმის დროს განიცადა.