Loading data...
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი ამტკიცებს, რომ ომის ფონზე ჩინეთი მეტ ამერიკულ ნავთობს შეიძენს

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა განაცხადა, რომ მისი აზრით, პეკინი - ირანული ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მყიდველი - ომის ფონზე უფრო მეტ ამერიკულ ნედლ ნავთობს შეიძენს.

„ვფიქრობ, ისინი გააგრძელებენ აშშ-ის ნავთობის მზარდი რაოდენობით ყიდვას“, - აღნიშნა რაიტმა CNBC-სთან ინტერვიუში.

„თუმცა, საბოლოო ჯამში, მსოფლიოს სჭირდება სპარსეთის ყურის გახსნა. ირანის მცდელობა, მთელი მსოფლიო მძევლად აიყვანოს - ხალხმა იცის, რომ ეს დროებითია“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რამდენი ხანი დასჭირდება სიტუაციის „ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას“, რაიტმა უპასუხა: „ეს დიდწილად ირანზეა დამოკიდებული“.

„ასე თუ ისე, ჩვენ ვიხილავთ ირანის ბირთვული პროგრამის დასრულებას და ვიხილავთ თავისუფალ ნაოსნობას ჰორმუზის სრუტეში. ეს შეიძლება საკმაოდ სწრაფად მოხდეს ირანთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში“, - განაცხადა მან.