Loading data...
აშშ-ის ეკონომიკა 4,3%-ით გაიზარდა

ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2025 წლის მე-3 კვარტალში 4,3% შეადგინა. ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ზრდის მაქსიმალური ტემპებია. ინფორმაციას აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

შეერთებული შტატების მთავრობის ეკონომისტები მშპ-ს ასეთ სერიოზულ ზრდას სამომხმარებლო ხარჯების, ექსპორტის და სახელმწიფო ხარჯების ზრდას, ასევე იმპორტის შემცირებას უკავშირებენ.

„ეს წარმატება კარგი მართვითა და სწორი საგადასახადო პოლიტიკით აიხსნება. სამომხმარებლო ხარჯები მაღალია, ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იმპორტი და სავაჭრო დეფიციტი შემცირდა, ინფლაცია აღარ არის“, - დაწერა სოციალურ ქსელში, TruthSocial-ში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, „ტრამპის ეკონომიკის ოქროს საუკუნე ძალაში შედის“.

შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდის შესახებ ინფორმაციაზე აშშ-ის საფონდო ბაზრებს საკმაოდ პასიური რეაქცია ჰქონდათ და მცირე ზრდა შეინიშნებოდა. S&P 500-ის ინდექსი 0,3%-ი გაიზარდა, Dow Jones-ის ინდექსმა 0,2%-ით, და Nasdaq-ის ინდექსმა 0,3%-ით მოიმატა.