1761199516
უცხოეთი
აშშ-ის ძალებმა წყნარ ოკეანეში ნავს დაარტყეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდა

აშშ-ის ძალებმა წყნარ ოკეანეში კიდევ ერთ ნავს დაარტყეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდა.
თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ განხორციელებული დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და აშშ-ის ძალები არ დაშავებულან.
ჰეგსეთის ინფორმაციით, ნავი ცნობილი იყო აშშ-ის დაზვერვისთვის და საერთაშორისო წყლებში ცნობილი ტრეფიკინგის მარშრუტით ნარკოტიკები გადაჰქონდა.
მედიის ცნობით, ეს დარტყმა აშშ-ის მიერ 2 სექტემბრის შემდეგ განხორციელენული მერვე დარტყმაა ნარკოტიკების გადამზიდავი ნავების წინააღმდეგ, მაგრამ პირველია წყნარ ოკეანეში. მანამდე აშშ-ის დარტყმების უმეტესობა კარიბის ზღვაში განხორციელდა.