1795764935
უცხოეთი
აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში ასიათასობით ადამიანს დენის მიწოდება შეუწყდა
აშშ-ის აღმოსავლეთ შტატებში ძლიერი თოვის და ქარბუქის გამო 900 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ყველაზე მეტად სტიქიის გამო პენსილვანიის, ნიუ-ჯერსის და მერილენდის შტატების მოსახლეობა დაზარალდა. ამ შტატებში საერთო ჯამში თითქმის 500 ათასი მომხმარებელი დენის გარეშე დარჩა.
ძლიერმა ქარმა ვირჯინიის შტატში ხეები წააქცია. ნიუ-ჯერსიში 25 ნოემბრის შემდეგ საგანგებო სიტუაციის რეჟიმი მოქმედებს. აშშ-ის მასშტაბით ძლიერი წვიმის და ქარის გამო 400-მდე ავიარეისი გაუქმდა და 2000 რეისი გადაიდო.
უამინდობის გამო პირველად 100 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში გასაბერი ფიგურების აღლუმი გადაიდო, რომელსაც Macy’s სუპერმარკეტების ქსელი მადლიერების დღეს მართავს. წელს აღლუმი 28 ნოემბერს ჩატარდება.