Loading data...
აშშ-ირანის დარტყმების ფონზე ჰორმუზის სრუტე ბოლო 24 საათში, სულ მცირე, 15-მა კომერციულმა გემმა გადაკვეთა

MarineTraffic-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში, სულ მცირე, 15-მა კომერციულმა გემმა გაიარა, რაც აშშ-სა და ირანს შორის ორმხრივი საჰაერო დარტყმები განახლდა. წერს CNN.

მონაცემების მიხედვით, სპარსეთის ყურეში სულ 11 გემი შევიდა - 6 სატვირთო და 5 ტანკერი,
დამატებით ოთხმა სატვირთო გემმა სრუტე ომანის ყურის მიმართულებით გადაკვეთა.

ეს მაჩვენებელი შეესაბამება ბოლო კვირების განმავლობაში დაფიქსირებულ შედარებით შემცირებულ საზღვაო მოძრაობას, რომელიც მხოლოდ აშშ-ირანის მოლაპარაკებების პერიოდში გაიზარდა. ომის დაწყებამდე კი ჰორმუზის სრუტეს დღეში საშუალოდ დაახლოებით 110 გემი კვეთდა.