აშშ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს ტოვებს, რომლებიც სახელმწიფოს ინტერესს აღარ წარმოადგენს - თეთრი სახლი
„აშშ ტოვებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და წყვეტს ხელშეკრულებებს, რომლებიც შეერთებული შტატების ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება და მემორანდუმს აღმასრულებელი დეპარტამენტებისა და სააგენტოების ხელმძღვანელებისთვის აქვეყნებს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ქვეყნის მთავარმა პირმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით მიიღო, რითაც შესაბამის ორგანოებს მითითება მისცა, რომ:
- აშშ ტოვებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას(გაერო) და წყვეტს მის დაფინანსებას - ამ აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს დაევალა ყველა საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის გადახედვა, რომლის წევრიც შეერთებული შტატებია და რომლებიც ქვეყნის ინტერესების დაცვას ეწინააღმდეგება.
როგორც თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება სწორედ, სახელმწიფო მდივნის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შემდეგ მიიღო.
„მე განვიხილე სახელმწიფო მდივნის ანგარიში და დავადგინე, რომ შეერთებული შტატების ინტერესებს ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრად დარჩენა, მის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა ან მათი მხარდაჭერა“, - აღნიშნავს ქვეყნის მთავარი პირი.
დონალდ ტრამპის თქმით, გაეროს გარდა, არსებობს სხვა, რიგი ჩამონათვალი ორგანიზაციებისა, რომელთა დატოვებასაც შეერთებული შტატები უახლოეს პერიოდში აპირებს, მათ შორისაა:
ნახშირბადისგან თავისუფალი ენერგიის კომპაქტი;
კოლომბოს გეგმის საბჭო;
გარემოსდაცვითი თანამშრომლობის კომისია;
განათლება ვერ ითმენს;
ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული ცენტრი;
ევროპის ეროვნული გზატკეცილების კვლევითი ლაბორატორიების ფორუმი;
ონლაინ თავისუფლების კოალიცია;
გლობალური საზოგადოების ჩართულობისა და მდგრადობის ფონდი;
გლობალური კონტრტერორისტული ფორუმი;
კიბერექსპერტიზის გლობალური ფორუმი;
მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმი;
გლობალური ცვლილებების კვლევის ამერიკული ინსტიტუტი;
სამთო მოპოვების, მინერალების, ლითონებისა და მდგრადი განვითარების სამთავრობათაშორისო ფორუმი;
კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო პანელი;
ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის სერვისების სამთავრობათაშორისო სამეცნიერო-პოლიტიკური პლატფორმა;
კულტურული ფასეულობების შენარჩუნებისა და რესტავრაციის შესწავლის საერთაშორისო ცენტრი;
ბამბის საერთაშორისო საკონსულტაციო კომიტეტი;
საერთაშორისო განვითარების სამართლის ორგანიზაცია;
საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმი;
ხელოვნების საბჭოებისა და კულტურის სააგენტოების საერთაშორისო ფედერაცია;
დემოკრატიისა და არჩევნების დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი;
სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო ინსტიტუტი;
ტყვიისა და თუთიის საერთაშორისო შემსწავლელი ჯგუფი;
განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტო;
მზის ენერგიის საერთაშორისო ალიანსი;
ტროპიკული მერქნის საერთაშორისო ორგანიზაცია;
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი;
გეოგრაფიისა და ისტორიის პანამერიკული ინსტიტუტი;
ატლანტიკური თანამშრომლობის პარტნიორობა;
აზიაში მეკობრეობისა და შეიარაღებული ძარცვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რეგიონული თანამშრომლობის შეთანხმება;
რეგიონული თანამშრომლობის საბჭო;
საუკუნის განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელი;
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი უკრაინაში;
წყნარი ოკეანის რეგიონალური გარემოსდაცვითი პროგრამის სამდივნო;
და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია.
აშშ, ასევე, დატოვებს იმ ორგანიზაციებს, რომელთა წარმომადგენელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა. მათ შორის:
ეკონომიკური და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი;
გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ECOSOC) - აფრიკის ეკონომიკური კომისია;
ECOSOC - ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ეკონომიკური კომისია;
ECOSOC - აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისია;
ECOSOC - დასავლეთ აზიის ეკონომიკური და სოციალური კომისია;
საერთაშორისო სამართლის კომისია;
სისხლის სამართლის ტრიბუნალებისთვის საერთაშორისო ნარჩენი მექანიზმი;
საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი;
აფრიკის საკითხებში სპეციალური მრჩევლის ოფისი;
შეიარაღებული კონფლიქტის დროს ბავშვთა საკითხებში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი;
კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის საკითხებში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი;
ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი;
მშვიდობის მშენებლობის კომისია;
მშვიდობის მშენებლობის ფონდი;
აფრიკული წარმოშობის ადამიანების მუდმივი ფორუმი;
ცივილიზაციათა ალიანსი გაეროს;
გაეროს თანამშრომლობის პროგრამა ტყეების გაჩეხვისა და დეგრადაციის შედეგად გამოყოფილი ემისიების შემცირების შესახებ განვითარებად ქვეყნებში;
ვაჭრობისა და განვითარების გაეროს კონფერენცია;
გაეროს დემოკრატიის ფონდი;
გაეროს ენერგეტიკა;
გაეროს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სააგენტო;
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია;
გაეროს დასახლებების პროგრამა;
გაეროს ტრენინგებისა და კვლევის ინსტიტუტი;
გაეროს ოკეანეები;
გაეროს მოსახლეობის ფონდი;
გაეროს ჩვეულებრივი იარაღის რეესტრი;
გაეროს სისტემის აღმასრულებელი დირექტორების კოორდინაციის საბჭო;
გაეროს სისტემის თანამშრომლების კოლეჯი;
გაეროს წყალი;
და გაეროს უნივერსიტეტი.
როგორც დოკუმენტის დასკვნაში ირკვევა, სახელმწიფო მდივანი უფლებამოსილია და დავალებულია გამოაქვეყნოს მემორანდუმი ფედერალურ რეესტრში.