1770306005
უცხოეთი
აშშ და რუსეთი სამხედროებს შორის მაღალი დონის დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ
ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი სამხედროებს შორის მაღალი დონის დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკომუნიკაციო არხი 2021 წლის შემოდგომაზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შეწყდა.
დიალოგის განახლება არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ ალექს გრინკევიჩს და რუსეთისა და უკრაინის სამხედრო წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრებს მოჰყვა.
„სამხედროებს შორის დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია გლობალურ სტაბილურობასა და მშვიდობაში, რომლის მიღწევაც მხოლოდ ძალით შეიძლება, და საშუალებებს გვაძლევს გამჭვირვალობისა და დეესკალაციის გაზრდისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.