აშშ და ირანი ცეცხლის შეწყვეტის ორი კვირით გახანგრძლივებას განიხილავენ - Bloomberg
შეერთებული შტატები და ირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კიდევ ორი კვირით გახანგრძლივებას განიხილავენ, რათა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებისთვის მეტი დრო ჰქონდეთ. ამის შესახებ Bloomberg-მა წყაროებისგან შეიტყო.
აღსანიშნავია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა მომდევნო სამშაბათს, 21 აპრილს, იწურება.
წყაროს ცნობით, კონფლიქტის მხარეებს შორის შუამავლები ცდილობენ ტექნიკური მოლაპარაკებების ორგანიზებას ყველაზე საკამათო საკითხების გადასაჭრელად. სააგენტოს წყაროს თქმით, ეს საკითხები მოიცავს ჰორმუზის სრუტის გახსნას და ურანის გამდიდრების საკითხს.
წარმატების შემთხვევაში, ამ მოლაპარაკებებმა შესაძლოა, გზა გაუხსნას ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს, განაცხადა წყარომ.
არ არსებობს გარანტია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაგრძელდება და შეერთებული შტატები ამას ჯერ არ დათანხმებულა, განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.
არც ირანს და არც შეერთებულ შტატებს არ სურთ საომარი მოქმედებების განახლება, განაცხადა მოლაპარაკებებთან ახლოს მყოფმა კიდევ ერთმა წყარომ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 აპრილს განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები შესაძლოა, პაკისტანში მომდევნო ორი დღის განმავლობაში განახლდეს.