Loading data...
აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჩინეთის მოქალაქეებისთვის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე უვიზო მიმოსვლის პროგრამა შეაჩერა, - ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება. 

როგორც მედია წერს, მიზეზად „სამშობიარო ტურიზმი“ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები სახელდება.

შიდა უსაფრთხოების მინისტრის მარკვეინ მალინის გადაწყვეტილება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ამოქმედებულ პროგრამას ეხება, რომელიც ჩინეთის მოქალაქეებს ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე ვიზის გარეშე, 14 დღემდე ვადით სტუმრობის უფლებას აძლევდა.

გადაწყვეტილების შესახებ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შეტყობინებაში აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი მიუთითებს რისკებზე, რომ პროგრამამ შესაძლოა ხელი შეუწყოს „სამშობიარო ტურიზმს“, ჯაშუშობასა და მეზობელ კუნძულ გუამზე უკანონო გადასვლას. გუამი აშშ-ის სამხედრო ძალებისთვის მნიშვნელოვანი ცენტრია.

შეჩერება ძალაში 30 ოქტომბერს შევა. შეჩერება ეხება როგორც ახალ აპლიკანტებს, ისე მათ, ვისაც უკვე ჰქონდა მოპოვებული EVS-TAP-ის მოგზაურობის ნებართვა. ჩინეთის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად უკვე იმყოფებიან ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე ამ პროგრამით, შეძლებენ ვადის ამოწურვამდე დარჩენას, თუმცა შემდგომი ვიზიტებისთვის მათ უკვე სტანდარტული ამერიკული ვიზის აღება დასჭირდებათ.