Loading data...
აშშ აპირებს ღაზას სექტორის გადაქცევას ფეშენებელურ კურორტად - WSJ

ამერიკის შეერთებული შტატები ღაზას სექტორის ფეშენებელურ კურორტად გადაქცევას აპირებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ამბიციური გეგა სახელწოდებით „მზის ამოსვლა“. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal იუწყება.

პროექტის სავარაუდო ფასი 112 მლრდ ამერიკული დოლარია. მისი განხორციელება 20 წლის განმავლობაში იგეგმება.

იდეა ტრამპის მრჩეველს ჯარედ კუშნერსა და პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელს სტივენ უიტკოფს ეკუთვნის. მისი მიზანია ღაზას მაღალტექნოლოგიურ საკურორტო მეგაპოლისად გადაქცევა.

გეგმის მიხედვით, უნდა მოხდეს რეგიონის განაღმვა, შეიქმნას ერთობლივი სატრანსპორტო ჰაბები და ახალი ქალაქები აშენდეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ საიდან დაფინანსდება ასეთი ამბიციური პროექტი და სად იცხოვრებენ პალესტინელები, რომლებიც ამჟამად ღაზას სექტორში ცხოვრობენ.