აშშ ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ ავიამზიდს აგზავნის
აშშ-ის საზღვაო ინსტიტუტი (USNI) ცნობით, აშშ-ის ახალი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთში განთავსდება, რათა ჩაანაცვლოს სხვა ავიამზიდი, რომელიც ცოტა ხნის წინ რეგიონში გაგზავნეს, მაშინ როდესაც ირანთან ომი გრძელდება.
USNI-ის ინფორმაციით, „USS Theodore Roosevelt“-ის დამრტყმელი ჯგუფი, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში სან-დიეგოდან, აშშ-ის დასავლეთ სანაპიროდან, გაემგზავრება. მისიის ხანგრძლივობა შვიდ თვეზე მეტი იქნება.
„Theodore Roosevelt“ ჩაანაცვლებს „USS George Washington“-ს, რომელიც იაპონიიდან გაემგზავრა და გასულ კვირას ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა. თავის მხრივ, „George Washington“-მა რეგიონში „USS Abraham Lincoln“ ჩაანაცვლა.
„Abraham Lincoln“-ის ხანგრძლივმა მისიამ ეკიპაჟის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია. გავრცელდა ცნობები მძიმე პირობებისა და მეზღვაურების ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ, მათ შორის გემიდან გადახტომის მცდელობებზე.
„Abraham Lincoln“, რომელსაც დაახლოებით 5 000 მეზღვაური და საზღვაო ქვეითი ჰყავს, მომავალ კვირას ტაილანდის, პორტში შევა.
ცნობისთვის, აშშ ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდის მუდმივ ყოფნას ინარჩუნებს. ავიამზიდები გამოიყენებოდა ირანის წინააღმდეგ დარტყმითი ოპერაციების მხარდასაჭერად, ხოლო მოგვიანებით ირანის პორტების საზღვაო ბლოკადის აღსრულების მიზნით.