აშშ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს 8,6 მლრდ დოლარის იარაღს მიჰყიდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას, რომლის მიხედვით შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს 8,6 მლრდ აშშ დოლარის შეიარაღებას მიჰყიდის. ამის შესახებ Reuters იუწყება.
საუბარია შეიარაღების გადაცემაზე ისრაელისთვის, კატარისთვის, ქუვეითისთვის და არაბეთის გაერთიანებული საამიროებისთვის.
კატართან თანამშრომლობა ითვალისწინებს 4,01 მლრდ აშშ დოლარის გადახდას Patriot-ის სისტემების მომსახურებისთვის. ასევე APKWS სისტემებისთვის 992 მლნ აშშ დოლარი იქნება გამოყოფილი.
ქუვეითს მართვის ინტეგრირებული სისტემა მიეწოდება, რომლის ფასი 2,5 მლრდ აშშ დოლარია.
ისრაელს გადაეცემა მაღალი სიზუსტის სისტემები, რომელთა ფასი 992 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
არაბეთს საამიროები კი მიიღებენ APKWS სისტემას, რაშიც 147 მლნ აშშ დოლარს გადაიხდის.
პარალელურად Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროპელ მოკავშირეებს - დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, ლიეტუვას და ესტონეთს აცნობა, რომ შეიარაღების მიწოდება შეიძლება დაგვიანდეს. ამის მიზეზად ვაშინგტონი საკუთარი მარაგების ამოწურვას ასახელებს, რაც ირანთან ომის დოს იყო გამოყენებული.