„ასე ვერ მოვკვდები“ - Flydubai-ს კაპიტანი პირველ სატელევიზიო ინტერვიუში მომხდარ ინციდენტს იხსენებს
flydubai-ს რეისის კაპიტანი, რომლის მეორე პილოტიც თვითმფრინავის ჩამოგდების მცდელობისას მას ცულით დაესხა თავს, იხსენებს, რომ ამ შემზარავი შემთხვევის დროს ერთი აზრი გამუდმებით უტრიალებდა თავში: „ასე ვერ მოვკვდები“.
ინდოელი პილოტი სმიტ მაჩჩარი მომხდარ „ტრავმულ გამოცდილებაზე“ Sky News Arabia-სთან პირველ ინტერვიუში საუბრობს. ინციდენტი გასული თვის ბოლოს მოხდა. თელ-ავივისკენ მიმავალ რეისზე, რომელსაც ისრაელელი მგზავრები გადაჰყავდა, კატასტროფის თავიდან აცილებაში კაპიტნის, მგზავრებისა და ეკიპაჟის სხვა წევრების როლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
მაჩჩარმა საავადმყოფოს პალატიდან ისაუბრა.
თავდაპირველად პილოტს ეგონა, რომ თვითმფრინავის ჭერის ნაწილი მოწყდა და დაეცა. თუმცა, ამის შემდეგ მან კიდევ რამდენიმე დარტყმა მიიღო. ხელიც დაუზიანდა, როდესაც თავის დაცვას ცდილობდა.
მაჩჩარი იხსენებს, რომ კაბინის კარი გაჭირვებით სცადა გაეღო, რათა ბორტზე მყოფ სხვა პილოტს შიგნით შესვლა შეძლებოდა.
„მის სახელს ვყვიროდი და ვცდილობდი კარი გაღებას, რადგან კარის გასაღები ჩამრთველი ჩემთან ძალიან ახლოს იყო, უბრალოდ დახმარებას ვითხოვდი“, - აცხადებს ის.
„მაგრამ მახსოვს, როგორ შევძელი კარის გაღება“, - განაგრძობს პილოტი დასძენს, რომ კარი მალევე ისევ დაიხურა.
„ამ მომენტში ვიგრძენი, როგორ წამოვიდა სისხლი, როგორ გამომეცალა ენერგია - ყველაფერი ერთად. ცოტა ხნის შემდეგ ძრავების ხმა შეწყდა. ამის შემდეგ კი მაშინვე ვიგრძენი, რომ თვითმფრინავი ვარდებოდა“, - აცხადებს პილოტი.
მაჩჩარის თქმით, მისი კოლეგის მოქმედება, რომელმაც თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა, „აღფრთოვანებას იმსახურებს“.
„ეს ის რამაა, რაც სიკვდილამდე მემახსოვრება“, - დასძინა პილოტმა.