Loading data...
„არცერთ დღეს არ ვკარგავთ“ - ზელენსკი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში თეთრ სახლში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდება. 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, აშშ-სთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა, მას აშშ-ში ბოლო შეხვედრების შედეგების შესახებ ინფორმაციას მიაწოდა.

„არც ერთ დღეს არ ვკარგავთ. შევთანხმდით უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე - პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს მომავალში. ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება ახალ წლამდე. დიდება უკრაინას!“- წერს ზელენსკი ტელეგრამზე.