Artemis II-ის ეკიპაჟი მთვარეზე ისტორიული მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა
Artemis II-ის ოთხკაციანი ეკიპაჟი მთვარეზე 10-დღიანი მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა. მათი კაფსულა „ორიონი“ კალიფორნიის სანაპიროსთან, წყნარ ოკეანეში ჩაეშვა. აღსანიშნავია, რომ ეს მთვარეზე ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი მოგზაურობა იყო.
NASA-ს მისიის ფარგლებში ეკიპაჟმა კოსმოსში უფრო ღრმად შესვლის რეკორდი მოხსნა.
ამერიკელი ასტრონავტები რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი, ასევე, კანადელი ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი დედამიწაზე „ორიონის“ კაფსულით, სახელწოდებით Integrity, დაბრუნდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Artemis II-ის ოთხკაციან ეკიპაჟს მისიის წარმატებით დასრულება Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა.
„ვულოცავ Artemis II-ის შესანიშნავ და ძალიან ნიჭიერ ეკიპაჟს. მთელი მოგზაურობა სანახაობრივი იყო, დაშვება იდეალური და, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, უზომოდ ვამაყობ!“, - დაწერა მან.
ტრამპმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მათ თეთრ სახლში მალე ნახვას.
„ჩვენ ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებთ და შემდეგი ნაბიჯი მარსი იქნება!“, - დასძინა მან.