Loading data...
არახამია: სამშვიდობო შეთანხმება ან ცუდი იქნება, ან ძალიან ცუდი, ან საერთოდ არ იქნება

რუსეთთან „კარგი სამშვიდობო შეთანხმების“ დადების შესაძლებლობა ამჟამად არ არსებობს. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ცუდ შეთანხმებაზე, ან მის არარსებობაზე და ომის გაგრძელებაზე, აცხადებს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია.

„ბევრია ისეთი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ შეთანხმებისთვის რაღაც ფანტასტიკური პირობები უნდა მოვითხოვოთ, მაგრამ ის ან ცუდი იქნება, ან ძალიან ცუდი, ან საერთოდ არ იქნება“, – განაცხადა არახამიამ.

მოლაპარაკებების ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევის ალბათობის შესახებ ჟურნალისტის კითხვის პასუხად არახამიამ აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ამერიკული ზეწოლის პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლა უკრაინაზე უფრო დიდია, ვიდრე რუსეთზე, შანსი არსებობს, მაგრამ „ამერიკელების მონაწილეობის გარეშე, შეთანხმების შანსი არ იქნება“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება და დონეცკის რეგიონის რუსეთისთვის გადაცემას არ დათანხმდება. ამასთან, მისივე თქმით, ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები „სუსტია“.