1772910815
უცხოეთი
არაბთა გაერთიანებული საამიროების ცნობით, დუბაიში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების ცნობით, 7 მარტს დუბაიში ბალისტიკური რაკეტის ჩაჭრის შედეგად ჩამოვარდნილ ნამსხვრევებს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
დუბაის მედიის ოფისის ცნობით, მოქალაქე ალ-ბარშას რაიონში მანქანის მართვის დროს დაიღუპა.