Loading data...
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი: ჩვენ ადვილად დასამარცხებლები არ ვართ

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა ირანი გააფრთხილა, რომ მისი ქვეყანა ადვილად დასამარცხებლები არ არის.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სურს „არაბთა გაერთიანებული საამიროების მტრისთვის შეტყობინების გაგზავნა“.

„არაბთა გაერთიანებული საამიროები მიმზიდველია, არაბთა გაერთიანებული საამიროები ლამაზია, მისაბაძია, მაგრამ ამან შეცდომაში არ შეგიყვანოთ. ჩვენ ადვილად დასამარცხებლები არ ვართ“, - განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა.

შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, მადლობა გადაუხადა შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი როლისა და გამორჩეული სამსახურისთვის.

„ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ჩვენი მცხოვრებლების მიმართ, რომლებიც ასევე, ჩვენი ოჯახის წევრები არიან“, - დასძინა მან.