Loading data...
არაბთა გაერთიანებული საამიროები საევაკუაციო ფრენებისთვის მეზობელ ქვეყნებთან უსაფრთხო საჰაერო დერეფნებს ხსნის

არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებს, რომ მეზობელ ქვეყნებთან უსაფრთხო საჰაერო დერეფნები გახსნა, რათა ხელი შეუწყოს საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებას და ვიზიტორებს ქვეყნიდან გასვლაში დაეხმაროს.

ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა აბდულა ბინ ტუკ ალ მარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლებას საათში 48 საგანგებო რეისის განხორციელება შეუძლია და დასძინა, რომ უსაფრთხოების შეფასებების საფუძველზე, რეისების რაოდენობა შესაძლოა, თანდათან გაიზარდოს.

მინისტრის თქმით, გეგმის პირველი ფაზის ფარგლებში, კვირა დღიდან 60 რეისით 17 000-ზე მეტი მგზავრი გაიყვანეს ქვეყნიდან. მისივე თქმით, მომდევნო ეტაპზე დღეში 80-ზე მეტი რეისი განხორციელდება, რომელთა მეშვეობითაც 27 000-ზე მეტი ადამიანის გადაყვანა მოხერხდება.