არაბთა გაერთიანებული საამიროები ღაზაში საჰაერო გზით დახმარების მიწოდებას „დაუყოვნებლივ“ განაახლებს - საგარეო საქმეთა მინისტრი

არაბთა გაერთიანებული საამიროები დაუყოვნებლივ განაახლებს დახმარების ჩაშვებას ღაზაში, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ აბდულა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა.
„ღაზაში ჰუმანიტარულმა სიტუაციამ კრიტიკულ და უპრეცედენტო დონეს მიაღწია. არაბთა გაერთიანებული საამიროები კვლავ მოწინავე პოზიციაზეა იმ ძალისხმევის მიმართულებით, რომელიც პალესტინელი ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებას გულისხმობს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აუცილებელმა დახმარებამ მიაღწიოს იმ ადამიანებამდე, რომლებსაც ის ყველაზე მეტად ესაჭიროებათ, იქნება ეს ხმელეთით, ჰაერით, თუ ზღვით.
საჰაერო გზით დახმარების ჩაშვება კვლავ განახლდება, დაუყოვნებლივ.
ჩვენი ერთგულება ტანჯვის შემსუბუქებისა და მხარდაჭერის გაწევის მიმართ მტკიცე და ურყევია“, - განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ცნობისთვის, ისრაელმა 25 ივლისს განაცხადა, რომ პალესტინის ტერიტორიაზე შიმშილის შესამსუბუქებლად უცხო ქვეყნებს ღაზაში საჰაერო გზით დახმარების ჩაშვების უფლებას მისცემს.
The humanitarian situation in Gaza has reached a critical and unprecedented level. The United Arab Emirates remains at the forefront of efforts to deliver life-saving assistance to the Palestinian people. We will ensure essential aid reaches those most in need, whether through…
— عبدالله بن زايد (@ABZayed) July 26, 2025